Commercial for sale, 11 კახი ასათიანის, in Telavi, Georgia

Telavi
Restaurant • ref: 105003024-2541
MUR 13,495,693
იყიდება 355 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დამაგრებული 112 კვ.მ ახალაშენებული კვების ობიექტი ქ.თელავში. ნადიკვართან,გივი ჩოხელის სტადიონის წინ. ობიექტი აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ინვენტარით. შიდა სივცეში გამოყენებული ხის მასალა არის მუხა-წაბლი-მაკაგონი-თელა, სამზარეულოში ყველანაირი უჯანგავი მეტალის ავეჯი არის ქარხნული, ყველანაირი ჭურჭელი არის ხარისხიანი. კარ-ფანჯარა არის მაღალი ხარისხის ალუმინი. შენობაში დამონტაჟებულია გამწოვების სისტემა,ასევე ჰაერის (გათბობა/კონდიცირება) როგორც დარბაზის ასევე სამზარეულოსი, დამატებით არის ცენტრალური გათბობა როგორც სექციური ასევე იატაკქვეშა. სამზარეულო მოწყობილია თანამედროვე ჰასპის სტანდარტების მიხედვით, გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება სეს-ში. შენობის კონსტრუქცია და საძირკველი გათვლილია დამატებითი სართულების მშენებლობისთვის.(მეორე სართულზე აყვანილია წყალი, გათბობა კანალიზაცია, გამწოვი.) ასევე ტერიტორიაზე არის გამწვანება,ცალკე ნაგებობა მომსახურე პერსონალისთვის, მთლიანი ტერიტორია როგორც შიდა ასევე გარე არის აღჭურვილი კამერებით და უსაფრთხოების სისტემით. ობიექტი ფუნქციონირებს 8 თვეა და ყველანაირი ინვენტარი არის ახალი, ფასი მითითებულია გადასახადების გარეშე

Surfaces

Land355 m²
Total112 m²

Telavi

The agent has not provided the exact address for this property. You can request it here.